სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალი და ტვინი

ქალი: ღმერთო ჩემო, მიდის, მტოვებს! (ტირის)
ტვინი: პოზიტიურად, პოზიტიურად..
ქალი: პოზიტიურად როგორ? თავის ნივთებს ალაგებს, დამპალი..
ტვინი: ნუ ტირიხარ, გაიღიმე... და ნუ აქნევ ხელებს წისქვილივით !
ქალი: დამპალი, ჩანთას ალაგებს... წესიერ მამაკაცს წასვლისას მარტო საცვალი და წინდები მიაქვს, ეს კი მაისურსაც ჩემოდანში დებს ... (ტირის)
ტვინი: გაიღიმე!
ქალი: იქნებ ყელზე ჩამოვეკიდო?
ტვინი: სულელო!
ქალი: იქნებ მუხლებში ჩავუვარდე?
ტვინი: სულელო!
ქალი: იქნებ ის?
ტვინი: რა "ის"?
ქალი: ... ტაფა რომ ჩავარტყა? ტექნიკურად?
ტვინი: ?
ქალი: შემდეგ ვაჭმევ, ფრთხილად, ბულიონს... ასე ორი თვე შეიძლება გავწელო... იქნებ მიეჩვიოს და აღარ წავიდეს...
ტვინი: ძალა რომ ვერ მოზომო?
ქალი: მაგრად მოვიქნევ და ინერციით...
ტვინი: მაგ გაგებით არ მითქვამს... საკმაოდ ძლიერი ქალი ხარ... რომ მოკვდეს, ეს კი დანაშაულია!
ქალი: რა გავაკეთო მითხარი მაშინ, თუკი ასეთი ჭკვიანი ხარ?
ტვინი: გაიღიმე!! პოზიტიურად..
ქალი: მარტო ვრჩები! არ შემიძლია პოზიტიურად ყოფნა.. (ტირის)
ტვინი: გაიღიმე! პირველ რიგში მარტო არა, თავისუფალი ქალი.
ქალი: რად მინდა ასეთი თავისუფლება?
ტვინი: გაიღიმე! თავისუფლება მშვენიერია: მხოლოდ საკუთარი თავზე იზრუნებ.
ქალი: რატომ? (ტირის)
ტვინი: იმიტომ! ბრაზილიურს ისწავლი – ხომ ყოველთვის ოცნებობდი სერიალებზე თარგმანის გარეშე გეყურებინა, დასარტყმელ ინსტრუმენტებზე დაკვრას ისწავლი.
ქალი: არასდროს არ მქონდა დრო...
ტვინი: თვითონ განკარგავ საკუთარ ფინანსებს, აღარ იყიდი სულელურ ამერიკულ ანკესებს და აღარ მანქანა გექნება გამუდმებით სარემონტო!
ქალი: ქურქს ვიყიდი... სანდლებსაც... (ცრემლები მოიწმინდა)
ტვინი: იმ ბიჭთან ერთად ივახშმებ იურიდიული განყოფილებიდან, გახსოვს როგორ გიყურებდა?!...
ქალი: (ეღიმება) ჰო, "მაკდონადსში" წავალთ, მან, სხვათაშორის, უკვე შემომთავაზა.
ტვინი: არც არავისთვის მზადება მოგიწევს, არც რეცხვა...
ქალი: მხოლოდ მანიკიური–პედიკიური–ნიღბები–მასაღები! (ბედნიერებისგან ეღიმება)
ექსკურსიაზე წავალ ქალაქგარეთ... (ოცნებით)
ტვინი აი, შენ კი პოზიტიურს ვერაფერს ვერ ხედავდი...
ქალი: ოჰ, გადავიტან! (გამარჯვებულივით იღიმება) ოჰოო!!!!!
ტვინი: რა?
ქალი: იგი მუხლებზე დგას ჩემოდნით, მუხლებს მიკოცნის!
ტვინი: ვის?
ქალი: რათმაინდა მე, ჩემოდანს ხომ არა აბა.. მეუბნება, რომ ჩემნაირს ვერასდროს ვერ იპოვის.. პატიებას მთხოვს.. დარჩენა უნდა!
ტვინი: ოჰო!
ქალი: თავისუფლებას რა ვუყო? დასარტყმელ ინსტუმენტებზე რომ მინდოდა დაკვრის სწავლა, ის ბიჭი იურიდიული განყოფილებიდან?? (ტირის)
ტვინი: პოზიტიურად, პოზიტიურად...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100