"შენს მუცელში გარეთ გამოსვლა არ მინდა-მეშინია, რომ ვეღარ დავბრუნდები" - ასე მიულოცა დაბადების დღე ხატია ბუნიათიშვილმა დედას
ხატია ბუნიათიშვილის დედა იუბილარია. ასე მიულოცა დაბადების დღეს პიანისტმა დედას:
"შენს მუცელში შიშველი მაქვს ტანი, შიშველი მაქვს თავი და არ მრცხვენია ამ სიშიშვლის. შენს მუცელში ვგრძნობ სითბოს, რომელსაც შემდეგ მიწა გამახსენებს-ნოტიო და თბილი. შენს მუცელში სხვა არ მჭირდება-შენ ხარ ერთადერთი სამყარო, რომელშიც მხოლოდ მე ვარსებობ. შენს მუცელში გარეთ გამოსვლა არ მინდა-მეშინია, რომ ვეღარ დავბრუნდები.
დაბადების დღეს გილოცავ, დე"! - წერს ხატია და დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.
კომენტარი