მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ განცხადება
მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ განცხადება
მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ გამგეობის წევრი, კონსტანტინე ფორჩხიძე, ეხმაურება ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ ელიზბარ ჯაველიძის ინტერვიუს, სადაც პატივცემული ელიზბარი ეხება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, მის მიერ ნანახ ოქმებს, სადაც თითქოს და დაფიქსირებულია, რომ მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ევაჭრება ხელისუფლებას მანდატების თაობაზე.
ეს არის შეუგნებლად ნათქვამი, ტყუილი, მოძრაობის შეურიგებელი პოზიციის გამო, რომელიც არა თუ არ ადასტურებს ვაჭრობას ხელისუფლებასთან, არამედ პირიქით, ნათელს ჰფენს სიმართლეს, თუ ვინ ვაჭრობს ხელისუფლებასთან. ეს იყო პოლიტიკური 8-ანი და მისი სამართალმემკვიდრე 6-იანი.
მოძრაობამ ერთერთმა პირველმა განაცხადა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგი იყო გარიგება და არა შეთანხმება, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს.
პატივცემულო ელიზბარმა უნდა ისწავლოს ერთმანეთისგან გარჩევა ე.წ ოპოზიციური 8-იანის თუ 6-იანის და მოძრაობა“ სამართლიანი საქართველოსთვის“.
საინტერისოა, ვინ ნახა ეს ოქმები პატივცემულო ელიზბარ? და, თუ მართლა ნახა, ეტყობა ეს ოქმები ქართულ ენაზე არ ყოფილა შედგენილი, ან პატივცემულს, ქართული ენა დაგავიწყდათ.
კომენტარი