ქართველებმა მოსკოვში ამწე მოიპარეს
რუსმა სამართალდამცავებმა ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებმაც მოსკოვის ცენტრში მიმდინარე მშენებლობიდან ამწე მოიპარეს. დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ.
„შეტყობინება გვიან ღამით მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ პერეიასლავლის ქუჩაზე „კამაზის“ მარკის ამწე გაიტაცეს. იგი ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიას ეკუთვნოდა“, – განაცხადა სააგენტო ria.ru -სთან საუბარში მოსკოველმა მილიციელმა.
ამწე, მილიციელის თქმით, 2 მილიონ რუბლად იყო შეფასებული.
ეჭმიტანილები იმავე საღამოს დააკავეს. ისინი ქართველები აღმოჩნდნენ, რომლებსაც მოპარული ამწე ჩამოართვეს და მფლობელს დაუბრუნეს.
კომენტარი