სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აზერბაიჯანმა შესაძლოა საქართველოს ბუნებრივი აირი გაუძვიროს

აზერბაიჯანმა შესაძლებელია საქართველოს ბუნებრივი აირის ფასი გაუძვიროს, - ამის შესახებ სააგენტო "რეგნუმი" აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

"რეგნუმის" ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ გააღიზიანა, რომელიც ყარსი-ახალქალაქის მაგისტრალის მშენებლობას ეხებოდა.

"რეგნუმი" წერს, რომ პრემიერის განცხადების შემდეგ, ოფიციალურმა ბაქომ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებზე დაიწყო საუბარი.

"აზერბაიჯანი საქართველოზე გაზს სასაცილო ფასში ყიდის, ათას კუბურ მეტრს 200 დოლარად, ასეთი ფასები მსოფლიოში არსად არის, მაგრამ აზერბაიჯანს მხედველობაში აქვს სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოსთან და ყოველთვის მიდიოდა მასთან დათმობაზე. გარდა ამისა, აზერბაიჯანულმა ინვესტიციებმა საქართველოში 3 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა მას კითხვებს უჩენს", - ნათქვამია სააგენტო "რეგნუმის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100