სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიზაინერი რომაზო რომა, იგივე რამაზ შამანაური, თურქეთის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

27 თებერვალს თურქეთში, მძიმე ბრალდებებით დაკავებული დიზაინერი რამაზო რომა, იგივე რამაზ შამანაური პატიმრობიდან გათავისუფლებულია.

გათავისუფლებული რამაზო რომა აცხადებს, რომ მას მისმა კონკურენტებმა ეს საგანგებოდ მოუწყეს.

სატელევიზიო ინტერვიუში ქართველი დიზაინერი ამბობს, რომ მისთვის ყველაფერი ცნობილია და შეეცდება გარკვევას. სასამართლომ, რომელმაც ბრალი ვერ დაადგინა, დაკავებულები, მათ შორის რამაზო რომა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ცნობისათვის, რამაზო რომას დაკავებისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი დიზაინერი რამაზო რომა, თურქეთში უმძიმესი ბრალდებით დააკავეს. "თურქული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 6 თვიანი თვალთვალის შემდეგ დადგინდა, რომ იგი სხვადასხვა სახის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში მონაწილეობდა, მათ შორის ტრეფიკინგსა და ნარკოტიკების რეალიზაციაში".

იქვე აღნიშნული იყო, რომ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან შემდგარი 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფის ჩხრეკისას აღმოაჩინეს სპეციალური მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც დამნაშავეები პასპორტებსაც ამზადებდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100