28 წლის სპორტსმენი კორონავირუსით გარდაიცვალა
იაპონელი სუმოისტი შუბოში კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
28 წლის სპორტსმენი, რომლის სრული სახელი და გვარი კიოტაკა სუატაკეა, ვირუსისგან გამოწვეული მრავალჯერადი უკმარისობისა და მაღალი სიცხის გამო საავადმყოფოში 5 აპრილს გადაიყვანეს და თვეზე მეტხნიანი მკურნალობის მიუხედავად, საბოლოო ჯამში მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შუბოშის კარიერა 2007 წელს დაიწყო და ტოკიოს კლუბ „ტაკაგადავას“ სპორტსმენი ბოლო წლების განმავლობაში სუმოს ასოციაციის მეოთხე დივიზიონში გამოდიოდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ცოტა ხნის წინ მაისის ბაშო ორი კვირით გადადეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
კომენტარი