სალომე ზურაბიშვილი უკვე გადაყენებულია - ბეჟან წაქაძე
სალომე ზურაბიშვილი უკვე გადაყენებულია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი ბეჟან წაქაძე საუბრობს. სახელისფლებო გუნდის წევრი ისევ იმეორებს, რომ ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს.
ამასთან, წაქაძე ისევ მმართველ პარტიას აქებს და ამტკიცებს, რომ მსგავსი კეთილდღეობა ქვეყანას ჯერ არ ჰქონია.
ჩვენთვის ის უკვე გადაყენებულია, იმიტომ, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და დღესაც არღვევს. ხალხს არ ხვდება, ის ხვდება მხოლოდ იმ ხალხს, რომელიც ოპოზიციაშია და მათ ლიდერებს, სხვა არავის ხვება. ჩემს სოფელში არ ყოფილა, ჩავიდნენ და სოფლებში გაესაუბრონ ხალხს. ასეთი ძლიერები არ ვყოფილვართ, როგორც დღეს ვართ. გადახედეთ ქვეყანაში რა ხდება: მშვიდობა, ეკონომიკის ზრდა. გაივლის ერთი წელი, ერთი წლის შემდეგ შევხვდეთ და გავისაუბროთ, - ამბობს ბეჟან წაქაძე.
კომენტარი