სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინაში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა იკრძალება

უკრაინა ქვეყნის ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელების გაყიდვას კრძალავს. ქვეყანამ გადაწყვეტილება საომარი მოქმედებების მიმდინარეობის გამო მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ნიკოლაევის რეგიონში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა უკვე აკრძალულია. შეზღუდვა უკრაინაში საომარი მდგომარეობის დროს იმოქმედებს. „ნიკოლაევის რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოების, კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად, ნიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა ხელი მოაწერა 2022 წლის 28 თებერვლის №72-რ ბრძანებას ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის აკრძალვის შესახებ“, - ნათქვამია მოხსენებაში. აკრძალვა დააწესა ლვოვმაც. ქალაქში მთლიანად აიკრძალა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა. პირი, რომელიც განკარგულებას დაარღვევს, კანონის წინაშე აგებს პასუხს. „საომარი მდგომარეობა არ ითვალისწინებს რაიმე დისკუსიას ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას. ყველა ვინც დაარღვევს ამ ბრძანებას პასუხს აგებს კანონის წინაშე. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ეხება როგორც მაღაზიებს, ასევე ქსელებს და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს“, - განაცხადა ლვოვის საქალაქო თემის ხელმძღვანელმა, ანდრეი სადოვმა. შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით. პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო. უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100