სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გახარიამ 20 ივნისის ერთ-ერთი მთავარი მოძალადე პოლიცელი დააწინაურა

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენების ერთ-ერთი მთვარი შემოქმედი დააწინაურა. საუბარია ვაჟა სირაძეზე, რომელიც საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა. სირაძე ის მაღალჩინოსანი პოლიციელია, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდა. კერძოდ, სირაძემ ძალის გამოყენებით და კანონის დარღვევით გამოაძევა პარლამენტიდან „კურიერის“ გადამღები ჯგუფი და ასევე, პარლამენტის მოქმედი დეპუტატი.

ნიკა მელია იხსენებს, რომ 20 ივნისის ღამეს ვაჟა სირაძე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. მისივე თქმით, ვაჟა სირაძის დაწინაურებით, გიორგი გახარია უგზავნის მესიჯს საზოგადოებას, რომ ისინი არ აპირებენ 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებში დამნაშავე სპეცრაზმელების და პოლიციელების დასჯას.

„20 ივნისს ამ ბატონის არც სახელი ვიცოდი და არც გვარი. ერთი რამ იყო უბრალოდ თვალშისაცემი, იყო ყველაზე აგრესიული მთელი დღის განმავლობაში. ყოველწამიერად არღვევდა კანონს. ფორმა ეცვა და წარმოდგენილი იყო როგორც ვითომ პოლიციელი. სინამდვილეში ასრულებდა უკანონო დავალებებს მისი ხელმძღვანელობის. როგორც აღმოჩნდა ეს ყოფილა ვიღაც ვაჟა სირაძე, რომელმაც ჯერ აკრედიტირებული ჟურნალისტები გამოაგდო პარლამენტის შენობიდან. მე, როგორც პარლამენტის წევრი ვეცადე გამოვხმაურებოდი ამ უკანონობას. ამის შემდეგ მე, პარლამენტის წევრი, პარლამენტიდან გამომაგდეს. ყველაზე ოდიოზური პირი დანიშნა გახარიამ პოლიციის ხელმძღვანელად. მაშინ როდესაც თავად გახარია არის უკვე კრიმინალში მხილებული ადამიანი, იმის მაგივრად რომ ეს ადამიანი გადადგეს, როგორც მინიმუმ, ვხედავათ რომ მასზე უარესს, ოდიოზურ და კრიმინალურ საქმეებში გასვრილ ადამიანს ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მონურად დაემორჩილოს. ეს ერთგვარი გზავნილია, რომ ჩვენ კანონზე და კონსტიტუციაზე ხელი ავიღეთ მთლიანად და ვაპირებთ ხელის გადაწევით ბრძოლას პოლიტიკურ ოპონენტებთან,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100