სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე: ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ბიძგი, რომ საგამოძიებო ორგანომ პასუხისგებაში მისცეს რეალური დამნაშავეები

51- სკოლის მოსწავლის, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში უკვე ყოფილი ბრალდებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ სასამართლომ ვერ გაბედა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასარგებლოდ განაჩენის გამოტანა და ამიტომ შუალედური განაჩენი გამოაქვეყნა.

ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ მოზარდი, რომელიც სარალიძის მკვლელობაში იყო ბრალდებული რეალურად დამნაშავე არ ყოფილა, მოსამართლის განაჩენი კი იმას ნიშნავს, რომ სარალიძის მკვლელები დაკავებული არ არიან.

ჩემთვის მოსალოდნელი იყო იმ კუთხით,რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით იმაში რომ სასამართლო იტყოდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ მოუკლავს დავით სარალიძე.

ამ ნაწილში სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია.

ის პირები, რომლებმაც განახორციელეს დავით სარალიძის მკვლელობა რეალურად არ არიან პასუხისგებაში მიცემული. ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ბიძგი, რომ საგამოძიებო ორგანომ პასუხისგებაში მისცეს რეალური დამნაშავეები...

სასამართლომ ვერ გაბედა უფრო მეტად ბრალდებულის სასარგებლო განაჩენი გამოიტანა ამიტომ შუალედური განაჩენი,“-ამბობს კაკაბაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100