სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ დასდევდა მიხეილ სააკაშვილს „კგბ“ 1986 წელს?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე უკრაინის პატრიარქის ფოტო გამოქვეყნდა, რომელსაც საინტერესო კომენტარი ახლავს თან.

„1985-1992 წლებში ბევრჯერ დავსწრებივარ მაშინ მიტროპოლიტ ფილარეტის ღვთისმსახურებას ვლადიმირის საკათედრო ტაძარში, რომელიც ჩემი უნივერსიტეტის მახლობლად მდებარეობდა. 1986 წელს ჩემ წინააღმდეგ „კგბ“-ს მხრიდან დევნის დაწყების ერთ-ერთ მოტივად ბევრ სხვა სერიოზულ ბრალდებასთან ერთად ამ ტაძარში ხშირი სიარული დამისახელეს.

მაგრამ ამ დღეეებში მე ვიხილე სულ სხვა ფილარეტი - მებრძოლი და შეუდრეკელი როგორც არასდროს. პატრიარქის თქმით, მან ნახა კადრები უკრაინელ კაზაკზე, რომელიც გააშიშვლეს, სცემდნენ და მან მაინც შეინარჩუნა სიმშვიდე და თავი არ დაუხარა მოძალადეებს. პატრიარქ ფილარეტის თქმით ეს არის უკრაინის სიმბოლო - გახდილი, ნაცემი, მაგრამ მაინც ამაყი და ღირსებით აღსავსე. გენიალური სიტყვებია!“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100