სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი მამფორია: „სემეკმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აბანოებს წყლის მოხმარების განსხვავებული სპეციფიკა აქვს“

ექსპერტი, ირაკლი მამფორია GWP-ს და სემეკ-ის გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ აბანოს სპეციფიკიდან გამომდინარე, განსხვავებული სატარიფო სისტემის შედგენაა უცილებელია.

მისი თქმით, ტარიფის გაზრდა მომსახურების ფასის მატებას გამოიწვევს. „ტარიფის გაზრდა ყოველთვის ცუდია და ავტომატურად, მომსახურების ფასის ზრდას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება აბანოს ხელმძღვანელებს იძულებულს ხდის, ტარიფი შეცვალონ. იმისთვის, რომ აბანოებმა იარსებონ, მოუწევთ მომსახურების ფასის გაზრდა.

სემეკ-ს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა, რომ აბანოებს განსხვავებული სპეციფიკა აქვთ და შესაბამისი სატარიფო სისტემის დაწესება სჭირდებათ,“-აცხადებს ექსპერტი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გოგირდის აბანოების მეპატრონეები “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან“ დაწესებულ მაღალ გადასახადს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ თუ სემეკმა და წყლის კომპანიამ მათთან შეთანხმებას არ მიაღწიეს, ძველი თბილისის ტურისტულ და კულტურულ ცენტრ, აბანოთ უბანს გაუქმების საფრთხე დაემუქრება.

სემეკ-ში აცხადებენ, რომ კომისია ტარიფებს არ უდგენს კონკრეტულად, რომელიმე აბონენტს/მომხმარებელს. „ტარიფების დადგენა ხდება წყალმომარაგების მიმწოდებელი კომპანიებისათვის. ამ შემთხვევაში, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებამოსილია, რომ მომხმარებელს სასმელი წყალი მიაწოდოს კომისიის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფების ფარგლებში“, - აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.

თავის მხრივ, GWP აცხადებს, რომ დღეს, გოგირდის აბანოების შემოსავალი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ სხვა კომერციულ თუ არა კომერციულ აბონენტებთან შედარებით პრივილეგიებით არ ისარგებლონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100