მარკ ცუკერბერგი ქორწინდება
„ფეისბუქის“ შექმნელი მარკ ცუკერბერგი ქორწინდება. ამის შესახებ ინფორმაცია თვით ბილ გეითსმა გაავრცელა. თავად ცუკერბერგმა საკუთარი ნიშნობის შესახებ ცნობა ჯერ არ დაადასტურა, მაგრამ გეითსი ირწმუნება, რომ ცუკერბერგმა ამ უიქენდზე ბოლოს და ბოლოს სთხოვა ხელი თავის მეგობარ გოგონას პრისცილა ჩანს და, შესაბამისად, ახალგაზრდა ბიზნესმენი მალე დაიდგამს საქორწინო გვირგვინს.
დათანხმდა თუ არა გოგონა წინადადებას, ცნობილი არ არის, მაგრამ, ჟურნალისტების ვარაუდით, ასეთ საქმროს უარს არ ეტყოდა. თუმცა, აქ ერთი საინტერესო დეტალია. მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა გაზეთმა ბილ გეითსთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, ცუკერბერგმა თავის ფეისბუქის გვერდზე პრისცილასთან ურთიერთობის შესახებ სტატუსი წაშალა. პრიცილამ კი თავისი გვერდი არ შეასწორა.
26 წლის მარკი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გახდა კაცობრიობის ისტორიაში უბრალო ახალგაზრდა, რომელიც სიმდიდრემ არ გააფუჭა, ისეთივე კეთილი, უბრალო და შრომისმოყვარე დარჩა. გასულ წელს, მან მთელი რიგი პროექტები დააფინანსა და ოპრა უინფრის მეცნიერების განვითარებისთვის სპონსორობას დაპირდა.
რაც შეეხება პრისცილასთან ურთიერთობას, ცუკერბერგმა გოგონა 2004 წელს, ჰარვარდში გაიცნო. მარკი და მისი რჩეული საერთოდ არ გვანან მილიარდერს და მის საცოლეს. პრისცილა არც ძვირფასი ნივთებით არის დაინტერესებული და საკუთარ გარეგნობასაც ნაკლებ ყურდარღებას აქცევს. გოგონა ისე გამოიყურება, როგორც ერთი ჩვეულებრივი ამერიკელი. ცუკერბერგი გამოტყდა, რომ მომავალმა შეყვარებულმა ის სწორედ ამ უბრალოებით და გულღიაობით მოხიბლა.
კომენტარი