სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანკის სტაჟორი ზედმეტი მუშაობის გამო გარდაიცვალა

მუშაობა კლავს - ეს ფრაზა ზუსტი მნიშვნელობით აუხდა 21 წლის მორიც ერჰარდს, რომლის გარდაცვალების მიზეზი გადაღლილობა გახდა.

გარდაცვლილი ამერიკის ბანკის ლონდონის ოფისის სტაჟიორი გახლდათ და სტაჟირების ბოლო კვირაში, მისმა ორგანიზმმა დატვირთულ რეჟიმს ვეღარ გაუძლო. როგორც ცნობილია ერჰარდი ეპილეფსიით იყო ავად და მან დილის ექვს საათამდე მუშაობასა და დატვირთვას ვერ გაუძლო.

ბანკის მმართველის ჯონ მაკივორის განმარტებით მორიც ერჰარდს მუშაობას არავინ აიძულებდა. მისივე განცხადებით ბანკის სტჟიორები მსგავსი დატვირთვით ხშირად მუშაობენ, რადგან ეს არის სტაჟირების შემდეგ ბანკში სამუშაოდ დარჩენის ერთ-ერთი საშუალება. აღნიშნულ ბანკში სტაჟიორებს უფლება აქვთ დღე-ღამეში 14 საათი იმუშაონ თუმცა ეს სავალდებულო არ არის.

აღსანიშნავია, რომ მორიჰ ერჰარდს სტაჟირების პერიოდში ხელფასს არ უხდიდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100