სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი უნარშეზღუდული გოგონას დედის საჯარო წერილი, რომელიც აგატირებთ

ზუსტად 6 წლის წინ მსოფლიოში ყველაზე უბედური დედა ვიყავი... ზუსტად 6 წლის წინ ტირილით თვალებდასიებულს საწოლის გვერდზე დადგმული ეტლისკენ გახედვაც კი არ მინდოდა....
ზუსტად 6 წლის წი არ არსებობდა ძალა, რომელიც დამარწმუნებდა, რომ...

ნინიკო, დედი, იმდენად დიდი იყო შენი გაჩენით გამოწვეული ტკივილი, მისი გაყუჩება წარმოუდგენელი მეჩვენებოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ღმერთმა დამსაჯა, ღმერთმა განსასჯელი გამომიგზავნა და გამუდმებით ვიმეორებდი - რატომ?

დღეს იმ კოშმარული დღეების გახსენებაც კი მრცხვენია. დღეს და უკვე დიდი ხანია ვიცი, რომ ღმერთმა შენი სახით ანგელოზი მაჩუქა, ღმერთმა ამომარჩია მილიონ ქალში და ამ ქვეყანაზე ყველაზე საუკეთესო შვილის დედობის ღირსი გამხადა. შენ და შენი უამრავი თანატოლი, შენზე უმცროსი თუ უფროსი მეგობრები დედამიწაზე მოსიარულე ანგელოზები ხართ შვილო. თქვენა ხართ ხალასი სიყვარული, სიხარული, სითბო. არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია თქვენი საოცარი ხასიათი, თქვენი ყველასთვის გახსნილი გული შეცვალოს დედი. შენი დაბადების შემდეგ ცხოვრება უფრო მეტად დატვირთული, მაგრამ რაღაცნაირად, ადვილი გახდა. ჩამეხუტები, - ნუ დედი, ნუ-ო - მეტყვი და ცრემლი შრება, ტკივილი ნელდება. ოთხი წლის წინ ბებოს წასვლა გადამატანინე, ორი დღის წინ - ბაბუასი. საოცრება ხარ დედი, დიდი და ამოუხსნელი საოცრება.

დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ანგელოზო. ბედნიერი გამეზარდე დედიკო. 6 წლის ხარ და უკვე ვიცი, რომ შენ ყველაფერი შეგიძლია, შენ ყველა სირთულეს დაძლევ, შენ მიუღწეველს მიაღწევ, საზოგადოების მსოფლმხედველობას შეცვლი, შენ და შენი მეგობრები ადამიანებს ყველაზე მეტად რაც ვჭირდება, ერთმანეთის სიყვარულს გვასწავლით.

მიყვარხარ ნინო. ამ ქვეყანაზე ყველაზე ბედნიერი დედა ვარ და მადლობა ღმერთს, რომ შენი თავი მაჩუქა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100