5 წლის გოგონა მეგობრის ძალადობისგან დაცვის დროს გარდაიცვალა
საშინელი ფაქტი დაფიქსირდა ომსკის რაიონის გარეუბან მურემცოვოში. მდინარის პირას პედოფილი 7 წლის გოგონას ძალადობის მიზნით თავს დაესხა. დრამა გოგონას 5 წლის მეგობრის თვალწინ განვითარდა. ინცინდენტის შედეგად 5 წლის გოგონა გარდაიცვალა, 7 წლის ბავში კი ამ დროისათვის უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
5 წლის ქსუშა მეგობრის დასაცავად იბრძოდა, შედეგად კი პედოფილმა თავის არეში სასიკვდილო ტრავმა მიაყენა. ბავშვები მდინარე ტარას ნაპირზე რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს.
„მეგობრებიდან უმცროსი დამხმარე დანაყოფის მისვლის დროს უგონო მდგომარეობაში იყო, იგი სასწრაფო დახმარების ავტომობილში გარდაიცვალა. უფროსმა გოგონამ კი თავის ქალის სერიოზული ტრავმა მიიღო და ამ დროისათვის უგონო მდგომარეობაშია“, - აღნიშნავენ სამართალდამცავები.
19 წლის პედოფილი სერგეი დი. ბავშვების აღმოჩენიდან ერთ საათში დააკავეს. აღმოჩნდა, რომ დამნაშავე გარდაცვლილ ბავშვთან ერთად ერთ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა. მან ყოველივე აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
როგორც მოძალადე იუწყება, მან ბავშვები სანაპიროზე თავად, გასეირნების მიზნით ჩაიყვანა. მან ბავშვებს ბანაობა შესთავაზა და გოგონებს ტანისამოსი გახადა. შემდეგ კი უფროსი გოგონას გაუპატიურება სცადა. გოგონამ ყვირილი და ტირილი დაიწყო, იგი გაქცევას ცდილობდა. მოძალადემ კი თავში ქვა ჩაარტყა.
„ბავშვები სახლის წინ თამაშობდნენ, უეცრად კი გაუჩინარდნენ. მათ მოსაძებნად ბებია წავიდა. მან დანაშაულის ადგილს რამდენიმეჯერ ჩაუარა, მაგრამ სიჩუმის გამო ეჭვი ვერაფერში ვერ შეიტანა. მოგვიანებით კი ტრაგიკული სცენა აღმოაჩინა“, - აღნიშნავენ ბავშვების მეზობლები.
მოძალადეს სისხლის სამართლის შემდეგი მუხლებით ედება ბრალი: „არასრლუწლოვნის მკვლელობა“, „მკვლელობის მიზნით ორი სამოქალაქო პირის გატაცება“ და „არასრულწლოვნებზე ძალადობის მცდელობა“.
კომენტარი