სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხვედელიძის დაკავებას კახი კალაძე გამოეხმაურა

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, პირველი მოადგილის გელა ხვედელიძის დაკავების ფაქტს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე გამოეხმაურა.

“მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ მოვლენებს შინაგან საქმეთა სამინისტროში. პირველ რიგში ადამიანური, მეგობრული თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადო ირაკლი ღარიბაშვილს იმ რთულ საქმეში, რასაც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანის ცნობიერების შეცვლა და კანონმორჩილება ქვია. კანონი ერთია ყველასთვის. ჩვენ არ ვართ ის მთავრობა რომელიც განაგრძობს ამ ქვეყანაში დამკვიდრებულ მავნე ტრადიციას და კანონს თავის თავზე მოირგებს ან დააიგნორებს. ნებისმიერი ხელისუფლებაში მყოფი პირი პასუხისმგებელია თავის გადაცდომაზე ან დანაშაულზე ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი რიგითი მოქალაქე. ასევე მინდა პიროვნული თანაგრძნობა გამოვხატო ბატონი გელა ხვედელიძის მისამართით...სამწუხაროა ის პროცესები, რისი მონაწილეც ის გახდა.” - ნათქვამია კალაძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების გამო დააკავეს. როგორც გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს საქმე გახსნილია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100