სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გემუდარებით, სიკვდილისთვის ნუ გამიმეტებთ" - 32 წლის ნანა ნიკურაძე დახმარებას ითხოვს

32 წლის ნანა ნიკურაძეს მოტონეირონის დაავადება აქვს. იგი 6 წელია ამ ავადმყოფობით იტანჯება. ნანას უჭირს ფეხზე დგომა, ლაპარაკი, ნერწყვისა და ლუკმის ჩაყლაპვა, წონაში კატასტროფულად იკლებს და ამჟამად მხოლოდ 38 კილოა. ნანა ნიკურაძე სამტრედიის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

"დაავადება ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. იარაღი (ფული), რითაც შემიძლია დავამარცხო, აღარ მაქვს. ამიტომ ვიჩოქებ ყველა ადამიანის წინაშე. ვითხოვ დახმარებას, რომ მაჩუქოთ სიცოცხლე. დიაგნოზის დასადგენად და სამკურნალოდ საზღვარგარეთ მირჩიეს გამგზავრება, რისი საშუალებაც ჩემს ოჯახს არა აქვს. გთხოვთ, ამ მძიმე განსაცდელში, ნუ მიმატოვებთ. გთხოვთ, მაჩუქოთ სიცოცხლე!" - ამბობს ნანა ნიკურაძე.

ნიკურაძის თქმით, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია, თუმცა სახელმწიფომ ფულადი დახმარება 2015 წლის აგვისტოში შეუწყვიტა.

დრონი.ჯი ნანუკას დედასაც ესაუბრა. მისი თქმით ოჯახს ძალიან უჭირს, მეზობლებისა და ახლობლების დახმარებით მხოლოდ ახლა დაენიშნა ნანუკას პენსია, თუმცა სოციალური დახმარება ოჯახს არ აქვს და ახლობლების დახმარების იმედზე არიან დარჩენილნი.

ნანა ნიკურაძის დასახმარებლად ანგარიში „საქართველოს ბანკშია“ გახსნილი:

ბანკის კოდი: BAGAGE22;

ანგარიშის ნომერი: GE83BG0000000601697300;

მიმღები: მარინა ზაქარიაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100