სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოში ყველაზე დაბალი დედის, უკრაინელი მარიას სიმაღლე 90 სანტიმეტრია

2011 წელს მსოფლიოში ყველაზე დაბალი დედის სიმაღლე სულ რაღაც 90 სმ-ია და 26 კილოგრამს იწონის. უკრაინაში, ლვოვის ოლქის ქალაქ კრასნოგრადში მცხოვრებ 26 წლის მარიას უკვე ერთი წლის შვილი ჰყავს: მისმა მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა. ის ე.წ. საკეისრო კვეთით ჩაატარეს. ჩვილი 2,800 კგ დაიბადა და 49 სმ სიმაღლისა იყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბავშვს არანაირი გართულება არ ჰქონია.

საინტერესო ის გახლავთ, რომ მარიას მშობლები ნორმალური სიმაღლისა და წონის უკრაინელები არიან და ამასთან, სანათესაოში არავის აღენიშნებოდა დაავადება - ჰიპოფიზარული ნანიზმი, რა დიაგნოზიც მარიას დაუსვეს მას შემდეგ, რაც ნორმალური წონით დაბადებულმა ბავშვმა (მარია დაბადებისას 3.600 კგ-ს იწონიდა), 8 წლის ასაკში ზრდა შეწყვიტა. დაავადების მთავარი მახასიათებელი ის გახლავთ, რომ სიმაღლეში ზრდის შეწყვეტის მიუხედავად, ადამიანის ორგანოები სრულყოფილად ვითარდება. იგივე დაავადების დიაგნოზი აქვს მარიას ძმასაც.

მეუღლე - ოლეგი მარიამ ინტერნეტით გაიცნო. მამაკაცის სიმაღლე 1,87 მეტრია. ის ობოლია და დასავლეთ უკრაინაში, ქალაქ როვნოში იზრდებოდა. ოლეგი ამბობს, რომ თავდაპირველად მარიას სიმაღლესთან შეგუება გაუჭირდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ სწორედ ის იყო მისი რჩეული და წყვილმა ქორწილიც გადაიხადა, სადაც 26 მეგობარი მოიწვია. საქორწილო კაბაზე მარიამ თავიდანვე უარი განაცხადა.

მარიას ორსულობის პერიოდში იგი ორსულთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის ცენტრის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ცენტრი ლვოვში მდებარეობს. მოყვარული მეუღლე არც ორსულობისა და არც მშობიარობის დროს მარიას გვერდიდან არ მოშორებია. წყვილმა ახალშობილ გოგონას ორმაგი სახელი - ვერონილა-ალინა დაარქვა.

წყვილი კიდევ ერთი შვილის გაჩენას გეგმავს, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვერონიკა-ალინა საბავშვო ბაღში წავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100