სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი ინტერნეტჰიტი: რას არ მოიფიქრებს ადამიანი...

სან-ფრანცისკოს მკვიდრმა 29 წლის ისაია უებიმ ინტერნეტსივრცე თავისი კრეატიული და სასაცილო ფოტოებით დაიპყრო. ის საკუთარ წვერს სხვადასხვა ფორმებს აძლევს და ყოველ ორშაბათს ინსტაგრამზე ახალ ფოტოს ტვირთავს. ისაიას უკვე ყავს ინტერნეტ-თაყვანისმცემლები, რომლებიც ყოველთვის ელიან მის ახალ სურათებს, სწერენ სხვადასხვა იდეებს იმის შესახებ თუ რა შეუძლია გაუკეთოს თავის წვერს.

„ჩემი მიზანია წვერი ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად ვაქციო. ამაში ჩემი ცოლი მეხმარება, ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც წვერის გაზრდას მაძალებდა, მე უამრავი იდეა მიჩნდება იმის შესახებ თუ რა ფორმა შეიძლება მივცე ჩემს წვერს, თუმცა ამ იდეების რეალობად ქცევა ჩემი ცოლის დამსახურებაა“ - წერს ისაია უები საკუთარ ბლოგზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100