"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ
"ღირსების მარშის" მოწინააღმდეგე ჯგუფები საპროტესტო აქციაზე "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტს თორნიკე მანდარიას და ოპერატორს დათო ქორიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"მე და ჩემი თანამშრომელი "რადიო თავისუფლებიდან" ვმუშაობთ "თბილისი პრაიდის" შესახებ დოკუმენტურ ფილმზე და შესაბამისად, ძალიან ბევრ დროს ვატარებთ "პრაიდის" ორგანიზატორებთან, ერთი ოფისიდან გადავდიოდით მეორეში, უბრალოდ ოფისიდან გამოვედით, სანამ მანქანასთან მივედით, კარი სანამ გამოვაღე დაგვესხნენ თავს ჯგუფები, რომლებიც აქვე იყვნენ მობილიზებულნი," - განაცხადა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა თორნიკე მანდარიამ.
ცნობისთვის, დღევანდელ აქციაზე დაშავადნენ "საზოგადოებრივი მაუწყებლის", "რუსთავი 2-ის", "იმედის", "პალიტრას", "მთავარი არხის", "ტვ პირველისა" და "ფორმულას" თანამშრომლები.
კომენტარი