სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უმრავლესობა ივანიშვილსა და მის მომხრეებს მოუწოდებს, პატრიარქის სახელით არ ისპეკულირონ

იზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით პატრიარქის დღევანდელი განცხადების შეფასებისას მმართველი უმრავლესობის ლიდერები აქცენტს კვლავ მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით კანონით განსაზღვრულ პროცედურებზე აკეთებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა "სრული სამართლებრივი პროცედურის დაცვით მოხდა", ხოლო რაც შეეხება მის აღდგენას, აქაც "კანონის შესაბამისი ნორმების გათვალისწინება უნდა მოხდეს".

"ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ორგზის თავადვე თქვა - პირველად როცა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და შემდეგ, როცა საფრანგეთის მოქალაქე გახდა. ამიტომ საუბარი იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა მას მოქალაქეობა შეუჩერა ამ თვალზარისით არასწორია. მისი ნაბიჯი, რაც სასამართლოში წასვლას უკავშირდება, უპერპექტივოა. არსებობს მეორე გზაც, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოქალაქეობის ხელახალი მინიჭების თხოვნით კვლავ პრეზიდენტს მიმართოს, რაც თავიდან ბოლომდე მიხეილ სააკაშვილის დისკრეციაა. ის გარემოება, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქია, სხვა მოქალაქეთა წინაშე, რომელთაც ანალოგიური მიზეზითა და ფორმით საქართველოს მოქალაქეობა შეუჩერდათ, არავითარ პრივილეგიას არ ანიჭებს", - განუცხადა "პირWელს" ნუგზარ წიკლაურმა, რომელიც საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან იმის თაობაზე, მიმართვის შემთხვევაში მისცემს თუ არა სააკაშვილი ივანიშვილს მოქალაქეობას, თავს იკავებს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილების პროგნოზირებისგან თავს იკავს უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი, რომელიც წიკლაურის მსგავსად მთავარ აქცენტს საკითხის სამართლებრივ მხარეებზე აკეთებს.

"პატრიარქი ამ შემთხვევაში მორალური პოზიციიდან საუბრობს, თუმცა საკითხის სამართლებრივი მხარე არსებობს და სამართლებრივი კუთხით ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ კითხევები არ უნდა არსებობდეს. რაც შეეხება მოქალქეობის დაბრუნებას, აქაც სამართლებრივი პროცედურის დაცვაა საჭირო. გადაწყვეტილება პირველ რიგში, პრეზიდენტის პრეროგატივაა", - განუცხადა "პირWელს" დავით დარჩიაშვილმა.

ამასთან, ნუგაზარ წიკლაურიც და დავით დარჩიაშვილიც ბიძინა ივანიშვილსა და მასთან დაახლოებულ პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ყურადღება სწორედ სამართლებრივ მხარეებზე გაამახვილონ და პატრიარქის სახელით არ ისპეკულირონ.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღევანდელი ქადაგებისას ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს გამოეხმაურა.

"დღეს ბევრი ლაპარაკია იმაზე, უნდა უნდა იყოს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე. რა თქმა უნდა, უნდა იყოს, იმიტომ, რომ ის ქართველია. მე ვფიქრობ, ყოველი ქართველი ადამიანი, ის დაბადებულია საქართველოში თუ უცხოეთში, რომელიც სულითა და ხორცით ქართველია, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. მე ძალიან მაწუხებს, რომ ასეთი უბრალო საკითხია და ასეთი არასასურველი კამათი გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პრეზიდენტი გაითვალისწინებს ამას და მას საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს", - ბრძანა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ ჩამოერთვათ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ ის საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეობასაც ფლობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100