9 თებერვალს დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებს- გაინტერესებთ რატომ?
9 თებერვალს, რკინიგზაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებს .
გავრცელებული ინფორმაციით, სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტა მაგნოლიის ტრანსპორტირებას უკავშირდება - ხე შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ, რომელსაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აშენებს.პარკში ჩაქვიდან, ბუკნარიდან, ციხისძირიდან მაგნოლიები, ტიტის ხეები და ჭადრები კომპანია "ზიმოს" გადააქვს.
კომენტარი