სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს იყო სულში ჩაფურთხება და ლექსოს მეორედ სიკვდილი – მირანდა ბაღათურია შსს-ს ბრიფინგს ეხმაურება

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია შსს-ში გამართულ ბრიფინგს ეხმაურება, რომელიც ამავე ტელევიზიის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხებოდა.

„აი ხო მკვდარი ვარ, ლექსო ხომ აღარაა, მაგრამ, ახლა ბრიფინგზე, რაც გავიგე ეს იყო სულში ჩაფურთხება და ლექსოს მეორედ სიკვდილი, ფონიჭალაში იყოო და მარკეტის ვიდეო-კადრები გამოაჭენეს, რა ზედოზირება ხალხნო, რა ზედოზირება, რომ დაელია რომც მიეღო, ჰემატომები ჰქონდა ნახევრად ჩამსხვრეული სახით, იმდენ მორფს იღებდა საავადმყოფოში და მაინც ვერ უყუჩებდნენ ტკივილს, მოკლა დაზიანებებმა, რომელიც ჰქონდა,“ – წერს მირანდა ბაღათურია.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100