სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თუ დასავლეთი დაინტერესდება კავკასიით, მოიგებს კავკასიაც და მთელი კაცობრიობაც

მეთორმეტე საუკუნეში საქართველოს სახელმწიფო (მეფე) "ბჭედ იჯდა შორის თავისა თვისისა და მეზობელთა მეფეთა, არა მიშვებად ბრძოლისა, არცა გარდაგდებად უღელსა მძლავრობისასა ურთიერთს".
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
ეს იყო კეთილმეზობლობისა და მეგობრობის რეგიონი, უპრეცედენტო მთელი მაშინდელი მსოფლიოსათვის.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
ყოველი სახელმწიფო, რომელიც დაემუქრებოდა კავკასიის რომელიმე სახელმწიფოს თუ ეთნოსს, შეიძენდა დიდ მტერს მთელი კავკასიის თანამეგობრობის სახით, რომელსაც ორგანიზებას უწევდა ბუნებრივ-გეოგრაფიული ცენტრი კავკასიისა – საქართველო.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
როგორც იქნა, საქართველოს ხელისუფლებამ დააყენა კავკასიის საკითხი მთელი მსოფლიოს წინაშე და განაცხადა, რომ კავკასია, რომელიც ითვლება ერთ-ერთ "ცხელ-წერტილად", "ცხელ რეგიონად", "ფეთქებადსაშიშ რეგიონად" თუ "დენთის კასრად", შესაძლოა, გახდეს მშვიდობიანობის ერთ-ერთი მაგალითი მთელი მსოფლიოსათვის.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
მადლობა ღმერთს, როგორც იქნა, საქართველოს ხელისუფლება დარწმუნდა, რომ უძველესი იდეა კავკასიური ერთიანობისა გეოპოლიტიკურად მომგებიანია.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიოს შესთავაზა დაიწყოს ფიქრი კავკასიური საქმეების მოგვარებაზე თავად კავკასიელების ხელით. მიხეილ სააკაშვილის "კავკასიური ინიციატივა" შეგვიძლია ასეც გავიგოთ. უფრო თუ დავაზუსტებთ, საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიოს შესთავაზა ფეთქებადსაშიში რეგიონის სახიფათო ტენდენტიების მოგვარების კავკასიურ-დემოკრატიული, თანამედროვე ფორმა, რომელიც გამომდინარეა ისტორიული გაკვეთილებიდან.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
მაგრამ დავიწყოთ თავიდან. კავკასიის რეგიონი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს შუაში გადაჭრილია კავკასიონის მყინვარქედებით, ისტორიულად მუდამ ერთი რეგიონი იყო. მართალია, ყოველთვის მეტროპოლიისა და გამაერთიანებლის როლს თბილისი-მცხეთის მხარე, ანუ საქართველო ასრულებდა, ანუ, უნდა ითქვას, რომ მეტროპოლია მუდამ სამხრეთში იყო, მაინც რეგიონის შიდა მოთხოვნილებას გაერთიანებაზე ძალიან ხშირად თავად კავკასიაში ალტერნატივა არც ჰქონია, მათ შორის ჩრდილო კავკასიელებში.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
კავკასიაში მოსახლე ხალხები სხვადასხვა წარმოშობისა და აღმსარებლობისაა, მაგრამ, ტოლერანტობა ყოველთვის თანმდევია კავკასიელების ხასიათისთვის და ყოველთვის, როდესაც მისი მეტროპოლია ასრულებდა გამაერთიანებლის როლს, მუდამ სიმშვიდე და კეთილმეზობლობა ისადგურებდა ხოლმე. მუდამ დაცულნი იყვნენ კავკასიელები უცხოთა ბატონობისაგან და მიმძლავრებისაგან, რელიგიური დევნისაგან და შიდა-კავკასიური არეულობებისაგანაც. კაცობრიობა მხოლოდ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ეზიარა ამგვარ დიდებულ და კეთილშობილურ პრინციპებს.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
ამის შესახებ ქართული წყარო გვამცნობს: "და წამებს ამას ყოველი მახლობელი სამეფო გარეშემო ქართლისა, თუ რაოდენნი დაგლახაკებულნი მეფენი განამდიდრნა, რაოდენთა მომძლავრებულთა უკუნ სცა სამეფო თვისი, რაოდენნი განდევნილნი სამეფოდვე თვისად კვალად აგნა და რაოდენნი სიკვდილად დასჯილნი განათავისუფლნა. და ამისა მოწამე არს სახლი შარვანშეთი და დარუბანდელთა, ღუნძთა, ოვსთა, ქაშაგთა, კანუქალაქელთა და ტრაპიზონელთა, რომელნი თავისუფლებითსა ცხოვრებასა ამის (თამარის, საქართველოს სახელმწიფოს) მიერ იყვნენ და მტერთაგან უზრუნველყობასა".
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
საინტერესოზე საინტერესოა, მაშინდელ საქართველოში გაუქმებული იყო სიკვდილით დასჯა.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველო გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდა გამოსულიყო კავკასიელების გაერთიანებისა და კავკასიის თავისუფლების გარანტად, კავკასიელ ხალხებს შორის აირეოდა ხოლმე სიტუაცია, ამგვარი უბედურებების უკან ყოველთვის უცხოელი დამპყრობლები იდგნენ, რომლებიც "გათიშე და იბატონეს" ბოროტი პრინციპით მოქმედებდნენ.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
ყოველთვის, როდესაც რომელიმე უცხო არაკავკასიური ძალა იძალავებდა და შემოიჭრებოდა კავკასიაში, თუნდაც რომელიმე კავკასიური ეთნოსის რელიგიურ მფარველად გამოეცხადებინა თავი, კავკასიელი ხალხების უბედურება მაინც ყველასთვის აშკარა ხდებოდა.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
რომ დავაკვირდეთ კავკასიელი ხალხების "შიდა კონფლიქტებს", ყველა სხვა, უცხო ძალების, იმპერიების მიერ არის გამოწვეული. ავიღოთ, მაგალითად, ინგუშურ-ოსური კონფლიქტი. რუსებმა ინგუშების ტერიტორია გადასცეს ოსებს. თანაც ისე, რომ იქაურ ოსებს არსად წასასვლელი აღარ დაუტოვეს. ჩრდილოეთის მხარეები, ძველი ოსური მიწები რუსების მიერ არის ანექსირებული.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
სამხრეთში ქართველებთან ომი გააჩაღებინეს იმავე ოსებს... ოსებს აიძულებენ, რომ რუსებს იქით სხვა გზა არ დარჩეთ. არადა, ეს შეცდომაა ოსებისთვის და ტრაგედია მთელი კავკასიისთვის.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
"აფხაზურ-ქართული" პრობლემა რუსული წარმომავლობისაა, რომელშიც რუსეთმა ჩართო მთელი ჩერქეზული მოდგმის ხალხი ჩრდილო კავკასიიდან, ისინი, ვისაც სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ გენოციდი მოუწყო.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
ხელოვნული ავტონომიები ყაბარდო-ბალყარეთისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთისა, ერთი წარმოშობის ხალხების სხვადასხვა "სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში" მოქცევა, მერე "ამ სახელმწიფოებრივი გაერთიენებების" თუ ავტონომიების ხელისუფლებების კრიმინალიზაცია და ეთნიკური კონფლიქტი აგორებულია, გათიშულია მოკავშირეთა ძალა და იმპერია ბატონობს.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტიც რუსების წამოწყებულია. მართალია, ოსმალეთის იმპერიაც ცდილობდა კავკასიაში დამკვიდრებას, მაგრამ ისტორიაში ცნობილი 1915 წელს სომხების განადგურების პროვოკატორი სწორედ "რუსეთის ოხრანკა" იყო. რატომღაც თანამედროვე ისტორიკოსები ამაზე თვალს ხუჭავენ.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
აზერბაიჯანელები და სომხები ძმურად იცხოვრებდნენ, რომ არა საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ პროვოცირებული (და შესრულებულიც) დარბევები მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებისა, რითიც რუსებმა მიიჯაჭვეს სომხები და აზერბაიჯანელებიც გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდეს.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
დასკვნა მართლაც ერთია. კავკასია უნდა მიუბრუნდეს ძველ ძირებს და იმპერიების ამბიციები უნდა ამოიძირკვოს კავკასიიდან. კავკასიელებმა თავად უნდა უპატრონონ თავის თავს, თუ ამის გარანტორი გახდება ცივილიზებული მსოფლიო, კავკასია შეიძლება "დენთის კასრიდან" სამაგალითო რეგიონად იქცეს, რომელიც დადებით გავლენას როგორც ფსიქოლოგიური, ისე პოლიტიკური თავლსაზრისით გაავრცელებს უფრო აღმოსავლეთით და უფრო სამხრეთით მდებარე რეგიონებზე და მათ მცხოვრებლებზე.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
ვინმემ შეიძლება თქვას, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ, ეს აშშ-ის ინტერესებშია, ესეც იმპერიალიზმის გამოვლენააო.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
მშვიდობიანი კავკასია არამარტო ამერიკის, არამედ ევროპის ინტერესებშიც შედის. ევროპისა და ამერიკის ინტერესები ხშირად განსხვავდება, თუ კარგად დავაკვირდებით. ევროპისათვის მნიშვნელოვანია არ იყოს დიდწილად დამოკიდებული ერთ რომელიმე ამბიციურ მეზობელზე, თუნდაც ენერგომატარებლების მხრივ. ხოლო თავისუფალი კავკასია ამისთვის შესანიშნავი საშუალებაა, თუნდაც ერთ-ერთი.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
გარდა ამისა, კავკასია ახლოსაა ევროპასთან და კავკასიურმა კონფლიქტებმა, შესაძლოა, გადაინაცვლოს ევროპაშიც.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
ამასთან, თანამედროვე ცივილიზაცია ვერაფერს მოიგებს სისხლისღვრის საშიშროებების, კონფლიქტების დროს.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
რაც შეეხება აშშ-ს, ამერიკელებს, რა თქმა უნდა, სურთ თავისი გავლენა განამტკიცონ კავკასიაზე, მაგრამ კავკასიის რეგიონის დემოკრატიზაცია სწორედ გავლენების განეიტრალებას და ადგილობრივი ინტერესების განმტკიცებას ნიშნავს.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
ასევე უნდა ითქვას, კავკასია შესაძლოა, ძალიან კარგი პარტნიორი გახდეს ევროკავშირისთვის როგორც ეკონომიკური, ისე, როგორც ვთქვით, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მშვიდობიანი კავკასია ერთგვარი ფილიალი შეიძლება გახდეს ევროკავშირისა, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ კარგი გაგებით, ეკონომიკურად, დემოკრატიის თვალსაზრისით და სხვა.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
სხვათა შორის, რუსი ხალხიც დაინტერესებული უნდა იყოს კავკასიის თავისუფლებით. ამით მრავალი მილიარდობით თანხა შენარჩუნდება რუსეთის ბიუჯეტში და დაემატება პენსიებს თუ ხელფასებს. გარდა ამისა, აღარავინ ააფეთქებს მოსკოვში მეტროს სადგურებს, აღარ დაიღუპებიან რუსი ჯარისკაცები მოსკოვის "მესამე რომად" ქცევის თუ სსრკ-ის აღდგენის ავადმყოფური იდეების გამო.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
რაც მთავარია, მშვიდობიანი კავკასია შეიძლება დამკვიდრდეს საზღვრების უცვლელად. საერთო კულტურული, ეკონომიკური, სპორტული რეგიონის შექმნას წინ არაფერი დაუდგება, გარდა დრომოჭმული იმპერიული ამბიციებისა.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
ახლა მთავარი სიტყვა უნდა თქვან კავკასიელებმა, მაგრამ კავკასიელების მცდელობას აუცილებლად სჭირდება დახმარება ცივილიზებული და დემოკრატიული მსოფლიოს მხრიდან.
დემოკრატიულმა მსოფლიომ აღარ უნდა დახუჭოს თვალი ჩეჩნების გენოციდზე, რომელიც მეოცე საუკუნის ბოლოს დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. კაცობრიობამ არ უნდა წაუყრუოს ინგუშების განადგურების დაწყებას თუ განახლებას. დასავლეთმა ძალები უნდა მოიკრიბოს და მეტი ინტენსივობით დაიწყოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაზე ზრუნვა.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
გარდა ამისა, უნდა გამოძიებულ იქნეს, ისტორიულ-მორალური თავლსაზრისით ადიღე ხალხის და მისი მონათესავე ტომების განადგურების მოვლენები, 1915 წლის სომეხთა უბედურებაში რუსეთის `ოხრანკის~ პროვოკატორული როლი და ა. შ.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
ამის შემდგომ, დასავლეთის უფლებათა დამცველები უფრო მეტად უნდა დაინტერესდნენ ჩრდილო კავკასიაში ადამიანების უფლებებით (სიცოცხლის უფლებით, განსაკუთრებით).
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
დასავლეთის პოლიტოლოგებმა უნდა გამოიკვლიონ, რატომ არიან ცალ-ცალკე ჩერქეზები, ყაბარდოელები და ადიღეები; რატომ გაყვეს ყარაჩაელები და ბალყარელები...
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
უამრავი რამ არის გასაკეთებელი კავკასიაში, პირველ რიგში კი ყურადღების მიქცევაა საჭირო კავკასიელებისათვის, მითუმეტეს ჩრდილო კავკასიის მცხოვრებლებისათვის, სადაც გაუსაძლისი პირობებია ადამიანებისთვის და ეთნოსებისთვის.
ფდსფკდსფკოპსდფოსდკფოპსდ
თუ დასავლეთი დაინტერესდება კავკასიით, მოიგებს კავკასია, მოიგებს დასავლეთი, მოიგებს მთელი კაცობრიობა და მათ შორის რუსეთიც.
სდაფსდფკ;სლდფლსდ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100