ხვალიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემაა მოსალოდნელი
22-24 მარტს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემაა მოსალოდნელი.
„22-24 მარტს, ღამის საათებში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, რამაც შესაძლებელია საადრეო ჯიშის ხეხილის კვირტების და ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
კომენტარი