პარლამენტთან პროტესტის ნიშნად ქართული ოცნების მაისური დაწვეს
ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ადგილობრივმა მკვიდრმა, ფირუზ ბერაძემ "ქართული ოცნების" მაისური დაწვა. -აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ბერიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო , დღეს მიიღო გადაწყევტილება "ქართული ოცნების" პარტიიდან გავიდეს და შესაბამისად "ქართული ოცნების" ატრიბუტიკა დაწვას. მისივე თქმით, პროტესტი ეს ფორმა იმიტომ აირჩია, რომ სამართლიანობის აღდგენას ვერ მიაღწია.
ბერაძე აცხადებს, რომ 2012 წელს კერძო კომპანია "კავკასუს პროჯექტიდან" უსამართლოდ გაათავისუფლეს, არაერთხელ მიმართა თავისი პარტიის მხარდამჭერებს, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს და მისი ოცნებები არ გამართლდა.
კომენტარი