სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილია როდიდან შეძლებენ კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში მუშაობას

15 თებერვლიდან შემდგომი ორშაბათიდან, კვების ობიექტები, რესტორნები შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ უფრო დაჩქარება 15 თებერვლიდან, 1 კვირის თავზე განიხილება.

„15 თებერვლიდან, შემდეგი ორშაბათიდან, კვების ობიექტები, რესტორნები, შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში. ეს არის ის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება, 15 თებერვლის შემდგომ და ამ შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ უფრო დაჩქარება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე. ჩვენ, შემდგომ მთავრობის სხდომაზე, შევძლებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ასევე ვუთხრათ, რომელი შეზღუდვები იქნება მოხსნილი“, - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100