ყაზბეგში რუსი მთამსვლელები დაიკარგნენ
ყაზბეგში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ცუდი ხილვადობის გამო, რუსი მთამსვლელების საძიებო სამუშაოების დაწყებას ვერ ახერხებენ.
მყინვარწვერიდან ოთხი მოსკოველი მთამსვლელი ეშვებოდა. გამთენიისას მეტეოსადგურსა და გერგეთის ტაძარს შორის ზვავი ჩამოწვა და სამი მთამსვლელი თოვლში ჩაიმარხა. ერთი არასრულწლოვანი მთამსვლელი თოვლში ჩამარხვას გადაურჩა და ის სამაშველო სამსახურმა ყაზბეგის საავადმყოფოში გადაიყვანა.
მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას თითები აქვს მოყინული. როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, თოვლში ჩარჩენილი მთამსვლელები, სავარაუდოდ, გარდაცვლილები არიან.
მთამსვლელებმა მყინვარწვერზე ასვლა 2 იანვარს დაიწყეს.
კომენტარი