ომი - გუშინ, დღეს, ხვალ...
გუშინ
ვერ დაბრუნდა
ბავშვობა ომიდან
დღეს
რომ ვერ გვიხმარეს
შემოგვდგნენ წიხლებით
ხვალ
ალბათ გამოვალთ
როდესმე კომიდან
ზეგ
ჯერ არ მოსული
სიბერით ვიღლებით
რა გვახსოვს?
ტვინების ღვრა
თავის ქალიდან
და
ნატყვიარები
ხერხემლის მალებში
ვერა,
ვერ ამოხვალ,
შენ ჩვენი ვალიდან,
ღმერთო,
და ვერასდროს
ჩაგვხედავ თვალებში!
კომენტარი