სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის რაგბის კავშირში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი მორაგბე, რომელსაც, ამ წუთებში ოპერაცია უტარდება

რაგბის კავშირში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი მოქმედი მორაგბე 32 წლის რამაზ ხარაზიშვილია. ის „შვიდკაცას“ კაპიტანია.

მას ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

ექიმების ინფორმაციით, მორაგბის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„შემოყვანილია მამაკაცი, მარცხენა წვივის მიდამოში ცეცხლნასროლი ჭრილობით. პაციენტი სტაბილურია, ჩაუტარდა სრული ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევა, საოპერციოშია გადაყვანილი, სადაც მცირე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. ძვლები დაზიანებული არ არის, მოხდება უცხო სხეულის ამოღება,” – აცხადებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი ნათია ნუცუბიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმცაიით, რაგბის კავშირში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ორი, 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მორაგბის დაჭრაში ეჭვმიტანილი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელიაა, ის ჯერ არ დაუკავებიათ.

რაგბის კავშირის ოფისში ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. შემთხვევის დეტალებზე და ვერსიებზე არავინ საუბრობს​.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100