ახალციხეში კორონავირუსი ერთ ადამიანს დაუდასტურდა
სამცხე ჯავახეთის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელის მზია კაკოშვილის ინფორმაციით, ახალციხეში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ მან „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით ინფიცირებულია 30 წლამდე კაცი, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს.
„პაციენტი ცხელების ცენტრში 28 აპრილს ახალციხის საკარანტინო ზონიდან შემოვიდა, დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცია, მას მოგზაურობის ისტორია აქვს, ეს პაციენტი ჩვენთან ჩივილების გარეშე შემოვიდა, მას ჰყავდა მეგობარი, მაღალი ტემპერატურით, რომლის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოხდა და რადგან ეს კაცი კონტაქტში იყო, ამიტომ ისიც გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში. დღეს დილით პასუხი მივიღეთ დადებითი, შეფასებულია როგორც მსუბუქი შემთხვევა და გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში“, - აღნიშნა ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა.
კომენტარი