სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“ ქობულეთში ორი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი გახსნა!

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ერთ–ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოში. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან ლიცენზია მიიღო და ქობულეთში ორი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი გახსნა.

„20 ბავშვი, ძირითადად აჭარის მაღალმთიანი რაიონიდან, რომლებიც ადრე არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდნენ, არ ჰქონდათ საკვები და ვერ იღებდნენ განათლებას, ახლა პატარები კომფორტულ პირობებში ცხოვრობენ, დადიან სკოლაში, იღებენ 4–ჯერად ბალანსირებულ სრულფასოვან კვებას, უზრუნველყოფილნი არიან ახალი ტანსაცმლით, ფეხსაცმლით და სასკოლო ნივთებით.

სკოლის გარდა, ბავშები დადიან ცეკვაზე, მუსიკაზე, სპორტზე და სწავლობენ უცხო ენებს.

ბავშვებთან მუშაობენ მარალკვალიფიციური აღმზრდელები და პროფესიონალი ფსიქოლოგები, რომლებიც ეხმარებიან მათ საზოგადოებაში ადაპტირებაში.

„სოციალური პარტნიორობა“ მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს, რომ ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფ პატარებს ჰქონდეთ ბედნიერი ბავშობა და უღრუბლო მომავალი“. – ნათქვანია ფონდის განცხადებაში.

საცნობარო ინფორმაცია: საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში მუშაობს 2012 წლის 12 აპრილიდან.

ფონდის ძირითადი მიმართულებებია: მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული ადამიანებისთვის, მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის და მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარების აღმოჩენა.

ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი თბილისში და ქობულეთში.

დღეისთვის ფონდის მზრუნველობის ქვეშ არის 700 ადამიანი, მათ შორის 100 ბავშვი.

ფონდის ოფიციალური საიტი: https://fsp.ge/

ფონდის ოფიციალური გვერდი Facebook–ზე: https://www.facebook.com/SocialPartnership

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100