სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ სერიოზულ და ახალ გარემოებებს მიაკვლია.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ ამ ინციდენტზე არ მომხდარა სწრაფი რეაგირება და საგამოძიებო სამუშაოების ჩატარება ცხელ კვალზე, რის გამოც გამოძიება იმ ეტაპისთვის ჩიხში შევიდა. ახლა გამოძიება მიმდინარეობს და გამოიკვეთა კიდეც სერიოზული და ახალი გარემოებები, თუმცა ჯერ კიდევ თავს შევიკავებ ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან", - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მისივე განმარტებით, ნაჩქარევი იყო მის მიერ დაახლოებით ორი თვის წინ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ რაფალიანცის გარდაცვალების საქმესთან მიმართებაში წინასწარი სურათი დაახლოებით სამ კვირაში ექნებოდა.

"მე ვთქვი, რომ 3 კვირაში მექნებოდა რეალური სურათი. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ალბათ ნაჩქარევი იყო ეს განცხადება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

10 თვის ბარბარე რაფალიანცი ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 2012 წლის სექტემბერში მოხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100