სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ იყო ბიჭი, რომელიც წყნეთში პოლიციელის იარაღიდან გასროლას ემსხვერპლა და რა დეტალებს ასაჯაროებს მომხდარის შესახებ საგამოძიებო სამსახური

გუ­შინ, ღა­მის სა­ა­თებ­ში, წყნეთ­ში პო­ლი­ცი­ე­ლის ია­რა­ღი­დან გას­რო­ლას ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს დე­ტექ­ტივს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ია­რა­ღი­დან შემ­თხვე­ვით გა­უ­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც 30 წლამ­დე მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი ზუკა გვე­ლე­სი­ა­ნია. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი კი - და­კა­ვე­ბუ­ლი. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი გან­მარ­ტავს, რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­უ­ვარ­და წყნეთ­ში პო­ლი­ცი­ელს ია­რა­ღი, რა­საც ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის კოკა კა­ცი­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბი­სას პო­ლი­ცი­ელ­მა, სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი შე­ბო­ჭა, რა დრო­საც მას გა­უ­ვარ­და ია­რა­ღი­დან, რა­საც ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მოჰ­ყვა. ამის შე­სა­ხებ მან დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. “გუ­შინ, წყნეთ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბის ფაქ­ტზე, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბულ იქნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის მე-4 სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი დე­ტექ­ტი­ვი. საქ­მე­ზე ამ­ჟა­მად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, მათ შო­რის თვითმხილ­ვე­ლი მოწ­მე­ე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით დგინ­დე­ბა, რომ 2022 წლის 18 აპ­რილს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის მე-4 სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი და ამა­ვე სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტი­ვი, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ წყნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რა დრო­საც სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე გა­დას­ცეს ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­საძ­ლო უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბი­სას მათ დახ­ვდათ გა­ჩე­რე­ბუ­ლი ტაქ­სი, რომ­ლის სი­ახ­ლო­ვეს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მი­წა­ში რა­ღა­ცას ეძებ­და. მი­წი­დან გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თის ამო­ღე­ბის­თა­ნა­ვე, მა­მა­კაც­თან სწრა­ფად მი­ვი­და პო­ლი­ცი­ის დე­ტექ­ტი­ვი, რო­მელ­საც ხელ­ში ეჭი­რა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და გა­ნუ­ცხა­და, რომ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა გა­დაყ­ლა­პა მი­წი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თი და გაქ­ცე­ვა და­ა­პი­რა, აღ­ნიშ­ნულ­ზე პო­ლი­ცი­ელ­მა სცა­და მისი შე­ბოჭ­ვა, რა დრო­საც მას გა­უ­ვარ­და ია­რა­ღი­დან, რა­საც ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მოჰ­ყვა. სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა საქ­მე­ზე ჩა­ა­ტა­რა გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი. კერ­ძოდ, დათ­ვა­ლი­ერ­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, სა­ი­და­ნაც ამო­ღე­ბულ იქნა ექ­სპერ­ტი­ზის­თვის სა­ჭი­რო კვლე­ვის ნი­მუ­შე­ბი. გა­მო­ი­კი­თხნენ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ინ­ცი­დენ­ტის შემ­სწრე თვითმხილ­ვე­ლი მოწ­მე­ე­ბი და მიმ­დე­ბა­რედ მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ამო­ღე­ბუ­ლი იქნა და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი, რის შემ­დე­გაც ჩვენს მიერ და­კა­ვე­ბულ იქნა პო­ლი­ცი­ის დე­ტექ­ტი­ვი. ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, სამ­სა­ხუ­რი ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად ინიშ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო, ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ქი­მი­უ­რი, ბა­ლის­ტი­კუ­რი, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი და დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი”, - გა­ნა­ცხა­და კოკა კა­ცი­ტა­ძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100