BBC: ახალ მთავრობას სააკაშვილისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აერთიანებს
მომზადებულია www.bbc.co.uk-ის მიხედვით
სქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტი დაასახელა. კახა კალაძეს კი რეგიონალური განვითარების მინისტრის თანამდებობა ერგო. ივანიშვულმა საკუთარი თავი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გამოაცხადა.
ახალი მთავრობა ლიბერალებისა და რადიკალური ნაციონალების ნაღებს წარმოადგენს, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აერთიანებთ.
საქართველოს ახალი პარლამენტი ასე გამოიყურება: 83 ადგილი კოალიცია „ქართული ოცნება“, 67 ადგილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
ახალი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ „ხელისშემშლელ“ პირობას კი ის წარმოადგენს, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ საქართველოს პრეზიდენტად რჩება.
არჩევნებში დამარცხების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადავიდა, ეს კი ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია საქართველოს უახლეს ისტორიაში, ხელისუფლებას მეტად ძლიერი ოპოზიცია ეყოლება.
ახალი სახეები:
კახა კალაძე, ფეხბურთელი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა მიმდინარე წელს დაასრულა, იგი 2001 წლიდან 2010 წლამდე „მილანში“ თამაშობდა.
კალაძე მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს, დღეს კი ივანიშვილმა იგი რეგიონალური განვითარების მინისტრად დაასახელა.
რაც შეეხება ივანიშვილის მიერ დასახელებულ მინისტრთა კაბინეტს, ასე გამოიყურება:
თავდაცვის მინისტრი, ვიცე–პრემიერი – ირაკლი ალასანია.
ინფრასტრუქტურის მინისტრი – კახა კალაძე.
შს მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი.
სასჯელაღსრულების მინისტრი– სოზარ სუბარი.
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი.
მინისტრი დიასპორის საკითხებში – კოტე ჩიკვილაძე
სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით კირვალიძე.
ევროპისა და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრი – ალექსი პეტრიაშვილი.
საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე.
კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი – გურამ ოდიშარია.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – პაატა ზაქარეიშვილი.
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი – ამირან გამყრელიძე.
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი.
კომენტარი