სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაღდადში ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

ბაღდადში აშშ-ს სამხედრო ბაზის აფეთქების შედეგად ორო ამერიკელი სამხედრო გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ "Fox News"-ი ავრცელებს.

ასაფეთქებელი მოწყობილობა ბაღდადში მდებარე აშშ-ს იმ შტაბთან აფეთქდა, რომელიც ერაყში აშშ-ს ჯარის მთავარ შტაბად ითვლება. იქ დაბანაკებული არის აშშ-ს 1000 სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი.
აღსანიშნავია, რომ ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედების განმავლობაში სულ კოალიციური ძალების დანაკარგმა 4,8 ათასი ადამიანი შეადგინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100