სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხელჩართული ჩხუბი "ჩიხურას-ბურსას" მატჩის შემდეგ (ვიდეო)

გუშინდელ საჩხერის "ჩიხურასა" და თურქულ "ბურსას" შორის გამართული მატჩი ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. დაპირისპირება თამაშის შემდეგ, ტრადიციული პრესკონფერენციის დროს მოხდა. თურქ და ქართველ ჟურნალისტებს შორის გაუგებრობა დიდ ჩხუბში გადაიზარდა.

თურქული მხარე უკმაყოფილებას გამოხატავდა, თარჯიმანმა რომ ინგლისურად უთარგმნა მათ “ჩიხურას” მწვრთნელის კომენტარი და არა თურქულად. შემდეგ პირდაპირ, უზრდელურად, მოითხოვეს, რომ არც თურქ მწვრთნელს არ ჰყოლოდა თარჯიმანი, რათა ქართველ ჟურნალისტებს ვერ გაეგოთ მისი საუბარი. ამ ყველაფერს კი ქართველების მიმართ დამცინავი ლაპარაკი და გინებაც მოჰყვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100