სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იტალიის ქართველი ჩემპიონი

ვიქტორ სანიკიძე იტალიის ჩემპიონია. სანიკიძემ ოქროს მედლები სიენის "მონტეპასკისთან" ერთად მოიპოვა.

"მონტეპასკიმ" რეგულარული ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა, თუმცა ფლეიოფში წარმატებულად იასპარეზა და ფინალურ სერიაში "რომა" 4-1 დაამარცხა.

ბოლო, გადამწყვეტი მე-5 მატჩი იტალიის დედაქალაქში გაიმართა და ეს შეხვედრა სიენელებმა 79-63 მოიგეს. სანიკიძემ ამ მატჩში მხოლოდ 4 წუთი ითამაშა და ორი ქულა და ორი მოხსნა დააგროვა. სიენელთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 18 ქულით ბრაუნი იყო.

"მონტეპასკიმ" იტალიის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100