ქართველმა წყალბურთელებმა გამარჯვება ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიუძღვნეს
სტამბულში გამართულ საერთაშორისო ოთხთა ტურნირში, ქართველმა წყალბურთელებმა გაიმარჯვეს და ეს გამარჯვება ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიუძღვნეს. ამ ინფორმაციას მსოფლიო სპორტი (www.worldsport.ge) ავრცელებს.
“თურქეთიდან წყალბურთელმა მიშა ბაღათურიამ მოგვწერა: "მოგესალმებათ საქართველოს ეროვნული ნაკრები! სტამბულში მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო ოთხთა ტურნირში, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა პრეცედენტი ამ დონის შეჯიბრი მოგვეგოს: რუმინეთს 10 -9, თურქეთს 9-8 და სლოვაკეთის ნაკრებს 10-6! გთხოვთ გამოაქვეყნოთ თქვენს გვერდზე და ჩვენი სახელით მიუძღვნათ ეს გამარჯვება ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას! წინასწარ გიხდით მადლობას" - ნათქვამია მსოფლიო სპორტის განცხადებაში
კომენტარი