სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟურნალისტური გამოძიება: ვინ არის ივანიშვილის მეორე ცოლი ინგა?

გასულ კვირას ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკა ხვედელიძე ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი ცოლი არ გახლავთ (როგორც ეს პრემიერის ოფიციალურ ბიოგრაფიაშია მითითებული). საზოგადოების ნაწილს გაუჩნდა ეჭვი, რომ პირველი ცოლი მილიარდერმა საფრანგეთის მოქალაქეობის მისაღებად შეირთო, მეორე ნაწილმა კი დაასკვნა, რომ ეს მხოლოდ ჭორი გახლდათ. ამ „ჭორ-მართალი ისტორიის“ შესწავლა რუსეთში მოღვაწე ქართველმა ჟურნალისტმა ვლადიმერ ივანიძემ დაიწყო. Droni.ge სწორედ ივანიძის სტატიის თარგმანს გთავაზობთ.

„ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების პროცესში ხშირად ხდება, რომ ხანგრძლივი ძებნისა და შესწავლის შემდეგ ჩნდება, ძალიან მარტივი დეტალი რაც შესაძლოა თავსატეხის გასაღებად იქცეს.

ზუსტად იგივე შემთხვევას ქონდა ადგილი, როდესაც ვიკიპედიაში ივანიშვილის შესახებ ინფორმაციას რაიმე საინტერესოს პოვნის იმედის გარეშე მემილიონედ ვკითხულობდი და ყურადღება მივაქციე ერთ ფაქტს, მილიარდერი პრემიერის შესახებ ვიკიპედიაში დამატებული იყო ახალი ინფორმაცია „ივანიშვილი 1991 წლის 25 ნოემბერს დაქორწინდა ინგა ალბერტის ასულ პავლოვაზე, ისინი 1994 წლის 18 მაისს განქორწინდნენ“

თავიდან ეს ფრაზა სიგიჟედ მომეჩვენა, რადგან მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ იცის, რომ 1991 წელს ბიზინა ივანიშვილი დაქორწინდა ქალზე, რომელსაც ეძახის „ჩემი ეკა“ და ვინ უნდა იყოს ეს ინგა პავლოვა?

იგივე ვიკიპედიაში ინგა პავლოვას შესახებ შეგიძლიათ ამოიკითხოთ, რომ : «Acte de Mariage registre 441 Numero d'acte 821 la mairie de Paris 13 arrondissement» (ქორწინების აქტი რეგისტრაციის ნომერი 441, აქტის ნომერი 821, პარიზის მერიის მეცამეტე რაიონი)

თავიდან ვიფიქრე, რომ რაღაც შეცდომა იყო, ისიც კი მეგონა, რომ ეს გახლდათ ჩვეულებრივი პროვოკაცია. ბოლოს მივხვდი, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოების დასაინტერესებლად გამიზნულად იყო განთავსებული და დავიწყე ინგა ალბერტის ასული პავლოვას ძებნა.

ჩემდაგასაოცრად ამ ქალბატონს მარტივად მივაგენი (რადგან ალბერტი გავრცელებული სახელი არ გახლავთ და მათი ასულებიც ბევრნი არ არიან). ინგა პავლობა მოსკოვში, წითელ მოადენთან ახლოს ცხოვრობს, ის 1963 წლის 9 სექტემბერსაა დაბადებული.

ქალბატონი ინგა კომპანია TOO-ს დამფუძნებელი და ბუღალტერი გახლდათ, აღნიშნული კომპანია დარეგისტრირებულია 1994 წელს, მისი საქმიანობის სფერო მარკეტინგული მომსახურება გახლავთ. 2000-იან წლებში იგი კომპანია დაიხურა, თუმცა გავარკვიე ისიც, რომ ინგა პავლოვას დაფუძნებული TOO მოსკოვის საგადასახადო სამსახურს არანაირ ანგარიშს არ აბარებდა, ალბათ იმიტომ, რომ სინამდვილეში კომპანია არც არაფერს საქმიანობდა.

საკვანძო შტრიხი კი გახლავთ ის ფაქტი, რომ პავლოვას კომპანიის პარტნიორი გახლდათ, სტანისლავ არიევის ძე პალიაკოვი, რომელიც 1993 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა დროს იყო ივანიშვილის კუთვნილი რამდენიმე კომპანიის თანამშრომელი მაღალ თანამდებობებზე (ბანკ რასისკი კრედიტში, საპენსიო ფონდ რასისკი კრედიტში, მეტალოინვესტში, КМА ჰოლდინგში და ივანიშვილის იმპერიის სხვა ბიზნეს ობიექტებში).

როგორც კი პავლოვასა და ივანიშვილის გარემოცვას შორის კავშირი აღმოვაჩინე მაშინვე დავიწყე სხვა მტკიცებულებების ძებნაც, პატარ-პატარა დეტალები ყველგან აღმოვაჩინე და ისინი ამტკიცებდნენ, რომ ინგა პავლოვა ნამდვილად რეალური პიროვნებაა.

გავარკვიე ისიც, რომ ინგა პავლოვა რამდენიმე წლის განმავლობაში ივანიშვილის ერთ-ერთ ბანკში იმპერსბანკში მუშაობდა, რის შემდეგაც გადავწყვიტე სერიოზულად შემემოწმებინა ვიკიპედიაში ივანიშვილის პირველი ცოლის შესახებ „კეთილისმსურველის“ მიერ განთავსებული ინფორმაცია.

ვინაიდან პარიზში ჩასვლის დრო არ მქონდა, საფრანგეთის დედაქალაქის მერიას ივანიშვილისა და პავლოვას ქორწინების მოწმობის ასლი ინტერნეტით ვთხოვე და პარიზიდან მტკიცებულება მივიღე.

ქორწინების აქტის ამონაწერში შავით თეთრზე ეწერა, რომ 1991 წლის 25 ნოემბერს ინგამ და ბიძინამ მართლაც იქორწინეს და მათმა ქორწინებამ 1994 წლის 18 მაისამდე გასტანა. განქორწინება პარიზის სასამართლომ გააფორმა.

ივანიშვილისა და პავლოვას ქორწინების შესახებ სხვა საინტერესო დეტალებს, ჩემი ჟურნალისტური გამოძიების მომდევნო ნაწილებში შემოგთავაზებთ, არ გამოვრიცხავ, რომ გამოძიების პროცესში დადასტურდეს: ივანიშვილი ეკასა და ინგაზე ერთროულად იყო დაქოწინებული.“ - ნათქვამია ივანიძის სტატიაშო

Droni.ge მკითხველს შეახსენებს, რომ ვლადიმერ ივანიძე სწორედ ის ჟურნალისტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება ივანიშვილისა და იარაღით უკანონო ვაჭრობას შორის კავშირზე. ივანიძის ახალ სტატიასთან ერთად გთავაზობთ, ივანიძის პირველ ჟურნალისტურ გამოძიებას ინტერნეტ ტელევიზია აიტივის არქივიდან.

წყარო: https://www.facebook.com/photo.php?fbid=4812874778893&set=a.1315611229490.42355.1807015480&type=1&theater

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100