სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ამ ტკივილს სახელი არ აქვს" - გარდაცვლილი ექიმის კოლეგა

ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმის, 46 წლის ირმა სირაძის შესახებ ექიმი სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში წერს და კოლეგის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც კორონავირუსზე მკურნალობის დროს, კლინიკაშია გადაღებული.

"ამ ტკივილს სახელი არ აქვს" - წერს სოფიო ბერიძე.

ცნობისთვის, ბათუმში კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა, გარდაცვლილი 46 წლის ირმა სირაძეა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა და ის კლინიკა "ბაუში" რამდეინმე კვირის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა. სულ, ვირუსით გამოწველი გართულებების შედეგად, ქვეყანაში გარდაცვლილია 1 576 ადამიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100