სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Business Georgia-სა და საქართველოს ბანკის ორგანიზებით საქართველოში პირველად მედია ფორუმი ჩატარდება

საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი და „Business Georgia“, საქართველოში პირველად, მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს „მედია ინდუსტრია 2016“ გამართავენ. ფორუმი მედია ინდუსტრიის თემაზე წარმოადგენს პლატფორმას ქართველი და უცხოელი მედია და ბიზნეს ლიდერებისათვის, სადაც ისინი განიხილავენ როგორც ქვეყანაში მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ასევე საერთო ბენეფიტებს მედიასა და ბიზნეს შორის. ფორუმის მიზანია წარმოაჩინოს განსხვავებული იდეები და ხაზი გაუსვას საქართველოში მედია ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელობას. პანელურ ფორმატში განხილული იქნება ბიზნესის წარმომადგენლებსა და მედია ინდუსტრიას შორის წარმატებული თანამშრომლობის შესაძლებლობები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

ფორუმი დაყოფილია ორ პანელად. პანელის მონაწილეებს შორის იქნებიან მედია ექსპერტები და ბიზნეს ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. პანელის ფარგლებში შეფასდება თანამედროვე მედია ინდუსტრია საქართველოში, ასევე შედგება დისკუსია მედიისა და ბიზნესის საერთო ინტერესებთან დაკავშირებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100