სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი გალერეამ თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის კონცერტს უმასპინძლა

თიბისი გალერეაში თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის კონცერტი გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობას ცნობილი ქართველი და უცხოელი ინსტრუმენტალისტები იღებდნენ. მათ შორის: ქერსთენ მაქქოლი- ფლეიტა, გიორგი გვანცელაძე - ჰობოი, ლევან ცხადაძე -კლარნეტი, ემი ჰარმანი - ფაგოტი, ფელიქს დევრო - ვალტორნა , რომან ლელო - საყვირი,

ნინო გვეტაძე - ფორტეპიანო და სხვები. შესრულდა ბეთჰოვენის, შუბერტის, არბანის, ენესკუს,არნოლდის,

კონესონისა და ფრანსეს ნაწარმოებები ჩასაბერი საკრავებისთვის.

თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი 13 ოქტომბერს გაიხსნა და მის ფარგლებში სულ 4 კონცერტი გაიმართება. ფესტივალის გახსნის ღონისძიება წელს გია ყანჩელის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებები შესრულდა.

ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი თბილისში 2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მას, ქართველი მსმენელისთვის ახალი რეპერტუარის გაცნობასთან ერთად, საგანმანათლებლოდატვირთვაც აქვს. ფესტივალის მონაწილეები სპეციალურად კონსერვატორიისა და სამუსიკო სკოლების

მოსწავლეებისთვის მასტერკლასებს ატარებენ.

თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი მსმენელს 18 ოქტომბრამდე ელოდება. თიბისი გალერეასთან ერთად ფესტივალს კონსერვატორიაც მასპინძლობს.

“უკვე მესამე წელია, თიბისი ბანკი მხარს უჭერს ჩასაბერ საკრავთა მუსიკალურ ფესტივალს. მოხარული ვარ, რომ გვაქვს საშუალება, ჩვენს გალერეაში ვუმასპინძლოთ ამ არაჩვეულებრივ მუსიკოსებს. იმედი გვაქვს, ჩვენი სტუმრები ისიამოვნებენ,“ - განაცხადა თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედია კომუნიკაციების დირექტორმა, თამარ კირვალიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100