facebook-ჩანაწერი: “წადი, მარტინოვ! პოეტები ცუდად ისვრიან...“
“წადი, მარტინოვ! პოეტები ცუდად ისვრიან...“
რუსების მიერ საყოველთაოდ გავრცელებული ვერსიით, მიხეილ ლერმონტოვი იმდენად კაცთმოყვარე იყო, რომ მარტინოვთან პირისპირ, დუელში მდგარმა, როცა პირველს მოუწია სროლა, მეტოქეს ტყვია შეგნებულად ააცილა. როგორც ირკვევა, მართლაც ასე იყო, მაგრამ ლერმონტოვის კაცთმოყვარეობას ამ ფაქტს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ...
„რომ ამეცილებინა, მაინც მოვკლავდი!“ - ეს სიტყვები წარმოსთქვა ნიკოლოზ მარტინოვმა, როდესაც ემიგრაციაში მყოფს რუს პოეტთან დუელზე შეკითხნენ.
ანდრეი კონჩალოვსკი იგონებს, რომ ალექსი იგნატიევი, რომელიც საფრანგეთის საელჩოში მუშაობდა, მოუყვა მას, რომ ერთხელ ახალგაზრდები შემოეხვივნენ მარტინოვს და და ჰკითხეს- „რატომ მოკალი რუსული პოეზიის მზე, არ გრცხვენია?"მარტინოვმა უპასუხა, რომ იცოდეთ რა ადამიანი იყო ამას არ მკითხავდით, ის აუტანელი იყო და სწორედ ამიტომ, რომ ამეცილებინა მაინც მოვკლავდიო.
მარტინოვი და ლერმონტოვი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. მარტინოვმა კარგი განათლება მიიღო, იყო ძალიან ნაკითხი და წერდა ლექსებს. ისინი ერთად სწავლობდნენ კავალერგარდის პოლკში და პარტნიორები იყვნენ ფარიკაობის სწავლების დროს. მარტინოვი შემდეგ კავკასიაში გაემგზავრა და პიატიგორსკში შეხვედრისას უკვე თადარიგის მაიორი იყო. ნიკოლოზ მარტინოვი პატივს სცემდა კავკისიურ ტრადიციებს და პატივისცემის ნიშნად ჩერქეზული ტანსაცმლითაც დადიოდა.
როგორც მისი თანამედროვენი იხსენებდნენ, ლერმონტოვს რთული და ზოგადად, საშინელი ხასიათი ჰქონდა. საზოგადოებაში ჩნდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებისათვის დაეცინა და ხასიათი გაეფუჭებინა. მიჯდებოდა კუთხეში, იღიმებოდა ირონიულად და იწყებდა ვინმეს დაცინვას. დაწერდა მასზე ექსპრომტს ან ეპიგრამას და იწყებოდა სკანდალი. რომელიღაც ქალბატონი იწყებდა ტირილს, იყო ერთი გაწევ-გამოწევა. აი ამ სიტუაციაში გრძნობდა მიხაილ იურევიჩი თავს კმაყოფილად. პეტერბურგში ერთხელ გადარჩა. საფრანგეთის ელჩის ვაჟმა გამოიწვია დუელში.
მარტინოვთან ოჯახში ხშირად სტუმრობდა. წესით, არ უნდა ყოფილიყო მის მიმართ უარყოფითად განწყობილი, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა მის დაცინვას. გამოიყვანა გრუშჩიცკის პროტოტიპად „ჩვენი დროის გმირში", უწერდა ეპიგრამებს „ჩვენი მეგობარი მარტიში სოლომონ ბრძენი არ არის", „მოიძრე ბეშმენი, ჩემო მეგობარო მარტინოვ"და სხვა. საერთოდ სადაც მისწვდებოდა, ყველგან აქილიკებდა და ცდილობდა საზოგადოება მასზე ეხარხარებინა. მარტინოვიც ითმენდა, მაგრამ ერთხელაც ქალთა საზოგადოებაში დაცინვა ვეღარ მოითმინა და უთხრა, რომ მალე დაადუმებდა.
დუელი პიატიგორსკში 1841 წლის 15 ივლისს გაიმართა. ლერმონტოვმა პირველი ტყვია მართლაც შეგნებულად ააცილა მარტინოვს. ეს ერთგვარი ხერხი იყო, რომლის წყალობითაც ლერმონტოვი თან ჰუმანური გამოდიოდა, თან ვაჟკაცი, რომელიც დუელზე უარს არ ამბობდა. ასეთმა ხერხმა ფრანგი დიპლომატის შვილთან გაჭრა - მანაც ააცილა. მაშინ პუშკინი უკვე მოკლული იყო და, შესაძლოა, ფრანგმა იფიქრა, რუსებს რაღა ჩვენ უნდა მოვუკლათ ყველა პოეტიო... მარტინოვმა კარგად იცოდა ლერმონტოვის ხასიათი, მისი სვლა გაშიფრა: ტყვიამ ლერმონტოვს მკერდი გაუხვრიტა. სწორედ რუსების მხრიდან დუელის არასწორად აღწერის გამო გავრცელდა საბჭოთა ეპოქაში მითი ჰუმანური ლერმონტოვისა და კაცთმოძულე მარტინოვის სესახებ. ამ თემაზე უამრავი ლექსი და თხრობითი ნაწარმოები დაიწერა. ერთ-ერთი ქართველი, კარგი პოეტის ლექსი ასე იწყება: „წადი, მარტინოვ! პოეტები ცუდად ისვრიან... მათი სამიზნე კალამი და მხოლოდ ლექსია...“
„ტუდა ემუ დაროგა"-ასე შეაფასეს პეტერბურგში პოეტის დაღუპვა. ხოლო ნიკოლოზ პირველმა პირდაპირ თქვა „ძაღლს - ძაღლური სიკვდილი ერგო..."
კომენტარი