"ხვიჩას დავუძახე რომ მოედანზე შემეყვანა, შემდეგ უკან დაბრუნება ვთხოვე, რაზეც უხმოდ დამეთანხმა" - რა თქვა სპალეტიმ კვარაცხელიას შესახებ
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "ნაპოლიმ" "რეინჯერსს" გადახალისებული შემადგენლობით 3:0 სძლია, ორი გოლი ჯოვანი სიმეონემ, ერთიც ოსტიგარდმა გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე არ გამოჩენილა. ამ თემაზე "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა: "საოცარი გუნდური სულისკვეთება გვაქვს, ყველა ფეხბურთელი ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება, შემდეგ კი როცა მოედანზე შედიან, თავიანთ შესაძლებლობებს აჩვენებენ. მარადონას რეკორდის გაუმჯობესება? ვფიქრობ, დიეგო ამ გუნდით იამაყებდა. რაც შეეხება ხვიჩას, მის შემოყვანას ბოლო 15 წუთში ვაპირებდი, ამასთან ერთად ბურთის დაჭერაც გვჭირდებოდა, დავუძახე კიდევაც, თუმცა როდესაც ოსტიგარდმა მესამე გოლი გაიტანა, უკან დაბრუნება ვთხოვე, რაზედაც უხმოდ დამეთანხმა...
კომენტარი