დაპირისპირება მე-6 საპყრობილეში
მე-6 საპყრობილეში დაპირისპირებაა. ციხის ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის ინციდენტი მოხდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელზე დაყრდნობით "გურია ნიუსი" ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულებაში დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პატიმარმა ციხის უფროსს ყური მოაჭამა.
თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებას ციხის ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის არ ადასტურებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში და არც სახალხო დამცველის აპარატში.
არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ამბობს, ინციდენტის შესახებ უკვე ესაუბრა ადვოკატებს.
კომენტარი