სალომე ზურაბიშვილი: ყველას წარსული ცნობილია, თუმცა ჩემი მიზანი ვიღაცის ლანძღვა და ფაქტების გახსენება არ არის
ყველას წარსული ცნობილია, თუმცა ჩემი მიზანი ვიღაცის ლანძღვა და ფაქტების გახსენება არ არის, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხაშურში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მიზანია, საზოგადოებამ გაიგოს, თუ რისთვის მოდის პრეზიდენტად.
„შეუძლებელია ჩვენი დროის ხარჯვა იმაზე, რომ დავიწყო მტკიცება, რას წარმოვადგენ – რომ ვარ სალომე და არა გრიგოლი. ამ ყველაფრის ერთ-ერთი დანიშნულებაც სწორედ ის არის, რომ დავიწყო თავის მართლება ან ვიღაცის ლანძღვა, ფაქტების გახსენება და ა.შ. ყველას შეგვიძლია ამის გაკეთება, რადგან ყველას წარსული არის ცნობილი, თუმცა ეს არ არის ჩემი მიზანი და არც იქნება არასოდეს, ამისთვის მე დრო არ მაქვს. ამ ყველაფრის მეორე მიზანი საერთაშორისო არენაზე წინასწარ ჩემი დისკრედიტაციაა. ვითომ, ამ ყველაფრით ხელი შემეშლება, რომ განვახორციელო ჩემი გეგმები, როცა ვიქნები საქართველოს პრეზიდენტი.
ესეც არ იმუშავებს, რადგან ძალიან კარგად მიცნობენ, ბოლოს და ბოლოს მრავალი წლის განმავლობაში ბევრ საერთაშორისო არენაზე ვმოვღვაწეობდი. ამერიკელებსაც და ევროპელებსაც ძალიან კარგად შეუძლიათ, გაარკვიონ, ვინ ვინ არის და წარსულში ვინ რას იცავდა.
შესაბამისად, ამის მტკიცებაც არ არის საჭირო. დღეს რაც არის საჭირო, არის ის, რომ თქვენ კარგად იცოდეთ, რისთვის მოვდივარ პრეზიდენტად; თუ, რომელი არის ბრალდება და რომელი არის სწორი, თქვენც შეგიძლიათ გაარკვიოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კომენტარი