სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მანქანას ორი საათის მანძილზე „აცილებდა“ (ვიდეო)

ბელორუსში, პოსტავის რაიონში 27 წლის მამაკაცის მანქანას ამოუცნობი მფრინავი ობიექტი თითქმის ორი საათის განმავლობაში მისდევდა თან და, ამასთან, მძღოლს მშობლიურ დასახლებაში შესვლის უფლებას არ აძლევდა.

მამაკაცი მინსკიდან პოსტავაში დაახლოებით ღამის სამ საათზე ბრუნდებოდა, თუმცა იმ დროს, როცა სახლამდე სულ რაღაც კილომეტრნახევარი ჰქონდა დარჩენილი, ავტომანქანის წინ ყვითელი ფერის, მინიმუმ ერთი მეტრის დიამეტრის მქონე მანათობელი რგოლი გაჩნდა. პოსტაველმა მისთვის გვერდის ავლა სცადა, მაგრამ ამო მანქანას აედევნა.

შეშინებულმა მამაკაცმა მანქანა უკან მოაბრუნა და სიჩქარე აკრიფა, მაგრამ რამდენიმე წუთში მანათობელი ამო ისევ მანქანის წინ გაჩნდა და გზა გადაუჭრა. მძღოლი ახლა სხვა მიმართულებით წავიდა, მაგრამ ამო მანქანას არ შორდებოდა: ხან რამდენიმე მეტრით მაღლა იწევდა, ხან კი ისევ გზას უჭრიდა მას.

სოფელ დვორჩანთან, რომელიც მამაკაცის მშობლიური დასახლებიდან დაახლოებით 30 კმ-შია, მძღოლმა მანქანა გააჩერა და სკოლის შენობისკენ გაიქცა, რათა დარაჯი ეპოვა, მაგრამ ის ადგილზე არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ ბელორუსმა მამას დაურეკა, უთხრა, სადაც იმყოფებოდა და მისვლა სთხოვა. მამის მოსვლის შემდეგ ყვითელი მანათობელი ამო მაღლა ავიდა, თანდათან გაფერმკრთალდა და გაქრა.

ადგილობრივ პორტალზე გამოქვეყნებულ ამ მასალას გამოეხმაურა სოფელ კოროლინოვოს მკვიდრი ქალი, რომელმაც კომენტარში დაწერა, რომ იმ ღამით, როცა დაახლოებით 4 საათზე გაეღვიძა, ფანჯარაში, საკმაოდ შორს ყვითელი მანათობელი რგოლი შენიშნა, რომელიც მოძრაობდა. კიდევ ერთი მკითხველი, რომელიც მასალას გამოეხმაურა, ოდესაში ცხოვრობს. მან აღნიშნა, რომ ამო-ს გადაღება ვიდეოზეც მოახერხა და ამისთვის ოცდაათჯერადიანი ზუმი გამოიყენა. მასალას სწორედ ოდესაში გადაღებული ვიდეოფირი ერთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100